მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

პროექტის პრეზენტაცია

Tuesday, March 3, 2015

მე-9 დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე მართლაც ყველაზე საინტერესო იყო,კოლეგებმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტები.
მთავარია,რომ ეს პროგრამა იყოს სიცოცხლისუნარიანი.
თამუნა,თქვენით ვარ აღფრთოვანებული,მადლობა ყველაფრისთვის.

Sunday, March 1, 2015

მე-8 დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე უფრო საინტერესო იყო.გავაკეთეთ მოსწავლის შეფასების რუბრიკა,თავი მოვუყარე ჩემს მიერ შესრულებულ სამუშაოს,გამოვაქვეყნე ბლოგზე,ვისწავლე ვიდეოს გადატანა ,მომეცა ინტერესი ამის ჩემი შემდგომ  მუშაობაში გამოყენებისთვის.
მადლობა თამუნას ამისათვის!

ვარგისია თუ არა სასმელი წყალი

Saturday, February 28, 2015

მე-7 დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის,გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის  პრეზენტაცია. ამან დამანახვა რა თემა შეიძლება მივცე მოსწავლეებს, რომ ახლოს  მივიყვანო ჩვენს საძიებო საკითხთან,შევისწავლეთ  ინტერნეტის გამოყენება,შესაბამისი სურათების ჩასმა,ტექსტების მონახვა,მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია  მოსწავლის სწორად დაკვალიანებას.თამუნა  მადლობა ასეთი საინტერესო გაკვეთილებისთვის.

Sunday, February 22, 2015

მე-6 დღის რეფლექსია
დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის,გავეცანი საავტორო უფლებების გზამკვლევს, უკუკავშირის სხვადასხვა  ფორმებს,სურათების ატვირთვა  ბლოგზე,პრეზენტაციის  ბლოგზე გადატანა და გამოქვეყნება.თანდათან მივდივარ წინ.

Saturday, February 21, 2015

მე-5-ე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის.განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო,პრეზენტაციის ეფექტურად მომზადების წესები, მოვამზადე პრეზენტაცია,შევარჩიეთ დიზაინი და ანიმაცია.დღეს  გავხალისდი ძალიან და იმედი მომეცა.

Sunday, February 15, 2015

მე-4  რეფლექსია

ეს  მოდული  დამეხმარა,გამეანალიზებინა სტანდარტების,მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვების  ან  განმავითარებელი  შეფასების  ფორმების  გამოყენება  რამდენიმე  თვალსაზრისით.ძალიან  მომეწონა  ბლოგზე  ჩემი  საქაღალდის  გახსნა,  თამუნა  ,  ძალიან  ენერგიული  ხართ,მადლობა!